საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2022 წლის 5 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N28 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 215 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 10.070%, მაქსიმალური 10.099%, ხოლო საშუალო შეწონილი 10.077%.