სიახლეები
ყველა სიახლე

05.07.2017

დეპოზიტების განთავსებაზე სახელმწიფო ხაზინის პირველი აუქციონი გაიმართა
საჯარო ფინანსების წარმატებული რეფორმის ფარგლებში დღის წესრიგში დადგა რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხაზინის ფულადი სახსრების მართვის ეფექტიანობის ზრდას. 

აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხაზინამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს ეროვნულ ბანთან და კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავა „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესი“. წესი დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის #301 დადგენილებით.

აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ხაზინის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, რაც შედეგად უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზებას და საბანკო სექტორისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსის მიწოდებას ეროვნულ ვალუტაში.
2017 წლის 4 ივლისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 თვიანი ვადიანობის მქონე უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 50 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 7.194 პროცენტით.

რეფორმის განხორციელებისთვის გატარებულ იქნა შემდეგი ღონისძიებები: 

• ევროკავშირის სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ იქნა ტექნიკური დახმარებისს მისია, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტებმა ხაზინის თანამშრომლებთან ერთად შეიმუშავეს ფულადი სახსრების ეფექტიანი მართვის საწყის ეტაპზე ურისკო ფულის მართვის მექანიზმები, რაც იძლევა დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლების გენერირების შესაძლებლობას.

• აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კარგი მმართველობის ინიციატივის (GGI) პროგრამის მხარდაჭერით, ფულის მართვის მოდულის ანალიტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მიზნით, მომზადდა პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნებისა და მახასიათებლების სამუშაო დოკუმენტი. დოკუმენტში აღწერილია ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსებისათვის საჭირო პროცესისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეტალები.

• ევროკავშირის დაფინანსებით მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა სახელმწიფო ხაზინის თანამშრომლებისათვის ჩაატარეს რამდენიმე ეტაპიანი ტრეინინგი ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის საკითხებზე. 

• მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული საინფორმაციო სისტემა „ბლუმბერგის“ წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც „ბლუმბერგის“ ექსპერტებებმა სახელმწიფო ხაზინის თანამშრომლებს ჩაუტარეს ტრენინგები სისტემის სხვადასხვა მოდულის გამოყენების შესახებ, რამაც მოგვცა საშუალება ფულადი სახსრების განთავსების აუქციონის ჩატარება განხორციელებულიყო ელექტრონული პლატფორმა ბლუმბერგის ბაზაზე. 

• საქართველოს ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან კონსულტაციებისა და სამუშაო შეხვედრების შედეგად მოხდა შეთანხმება სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში განთავსების ძირითად პრინციპებზე.





კითხვა-პასუხი
საანგარიშო პერიოდის ბოლოს საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ანგარიშგების შედგენის მიზნით, რომელი ანგარიშების გადახურვა უნდა მოხდეს წმინდა ღირებულების ანგარიშზე?
პასუხი
სტატისტიკა და ანალიტიკა
ეროვნული ბანკის კურსი
22 ნოემ. 2017
USD 2,7060
EUR 3,1766
GBP 3,5827
სრულად