ყველა სიახლე
20.11.2018
სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2018 წლის 20 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 150 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 7.0783 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 21 ნოემბერს.
ამასთან, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 200 მილიონი ლარის დეპოზიტს.