ყველა სიახლე
26.03.2019
სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2019 წლის 26 მარტს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 100 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 6.5650 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 27 მარტს.
ამასთან, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 100 მილიონი ლარის დეპოზიტს.