ყველა სიახლე
26.03.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2019 წლის 26 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N13 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 49 250 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.100, მაქსიმალური 7.250%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.155%.