ყველა სიახლე
06.08.2019
სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2019 წლის 6 აგვისტოს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 50 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 6.5650 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 7 აგვისტოს.
ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 50 მილიონი ლარის დეპოზიტს.