ყველა სიახლე
25.11.2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2020 წლის 24 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N48 ემისიის ფარგლებში გაიყიდა 86 000 000 ლარის, 5 წლის ვადიანობის მქონე, ბენჩმარკ ობლიგაციები. მათ შორის, 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა აუქციონის გზით, ხოლო 6 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა პირველადი დილერების დამატებითი მოთხოვნის უფლების საფუძველზე.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. აუქციონზე მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 155 617 000 ლარი, ხოლო აუქციონის შემდგომ პირველადი დილერების მხრიდან დამატებითმა მოთხოვნამ - 6 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.240%, მაქსიმალური 8.280%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.265%.