საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2022 წლის 27 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N39 აუქციონზე გაიყიდა 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 211 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.199%, მაქსიმალური 9.485%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.296%.