საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2023 წლის 31 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N5 აუქციონზე გაიყიდა 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები (GETC28118049).

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 178 000 000 ლარი.

დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.550%, მაქსიმალური 8.720%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.679%.