საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2022 წლის 22 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N49 აუქციონზე გაიყიდა 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 198 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.950%, მაქსიმალური 9.047%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.992%.