სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2025 წლის 8 ივლისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 400 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0808 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 9 ივლისს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 400 მილონი ლარის დეპოზიტს.