საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2023 წლის 23 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N25 აუქციონზე გაიყიდა 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 4.7 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 10 წლიანი) მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები (GETC28118049).
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 138 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.500%, მაქსიმალური 8.700%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.635%.