საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2026 წლის 9 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N33 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 98 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.189%, მაქსიმალური 8.260%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.212%.