საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2025 წლის 5 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N44 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 4.1 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 132 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.100%, მაქსიმალური 9.123%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.115%.