სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2023 წლის 31 იანვარს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 100 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 11.0660 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 01 თებერვალს.