საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2024 წლის 17 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N71 აუქციონზე გაიყიდა 75 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6.6 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 147 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.549%, მაქსიმალური 8.600%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.584%.