საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2025 წლის 22 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N42 აუქციონზე გაიყიდა 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 105 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.300%, მაქსიმალური 9.649%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.571%.