საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2022 წლის 9 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N34 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.890%, მაქსიმალური 10.100%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.918%.