საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2022 წლის 13 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N38 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.790%, მაქსიმალური 9.880%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.807%.