საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2023 წლის 14 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N13 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.420%, მაქსიმალური 10.200%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.615%.