სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2023 წლის 07 მარტს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 11.0930 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 09 მარტს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ  300 მილიონი ლარის დეპოზიტს.