სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2025 წლის 19 აგვისტოს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 400 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0406 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 20 აგვისტოს.
ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 450 მილონი ლარის დეპოზიტს.