სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2022 წლის 13 სექტემბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 400 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 11.0875 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 14 სექტემბერს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 400 მილიონი ლარის დეპოზიტს.