სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2022 წლის 29 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 100 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 11.0892 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 30 ნოემბერს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ  400 მილიონი ლარის დეპოზიტს.