სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2022 წლის 05 ივლისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 100 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 11.0417 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 06 ივლისს.