საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2024 წლის 19 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N65 აუქციონზე გაიყიდა 75 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6.7 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 174 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.350%, მაქსიმალური 8.499%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.401%.