სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2024 წლის 19 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 500 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.5810 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 20 ნოემბერს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ  550 მილიონი ლარის დეპოზიტს.