საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2025 წლის 23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N72 აუქციონზე გაიყიდა 65 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.6 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 229 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.290%, მაქსიმალური 9.399%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.317%.