საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის აუქციონის შედეგები

2025 წლის 24 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N10 გაცვლის აუქციონზე განახორციელა  50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 0.1 წლიანი ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობა 5 წელი) მქონე სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC26128024) გამოსყიდვა 5.6 წლიანი ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC31725061) გამოშვებით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომერციულმა ბანკმა.