ანონსი
2024 წლის 10 დეკემბერს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება.
2024 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს და 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 9.6 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.