სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2026 წლის 4 აგვისტოს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 400 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.2500 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 5 აგვისტოს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 650 მილონი ლარის დეპოზიტს.