სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2026 წლის 28 აპრილს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 500 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0282 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 29 აპრილს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 500 მილონი ლარის დეპოზიტს.