საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2026 წლის 1 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N50 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2.5 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 116 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.348%, მაქსიმალური 8.368%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.358%.