სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2025 წლის 5 მარტს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 250 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.3620 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 5 მარტს.
ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 150 მილონი ლარის დეპოზიტს.