საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2025 წლის 2 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N68 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 3.7 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 164 100 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.890%, მაქსიმალური 8.970%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.909%.