საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2024 წლის 16 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N41 აუქციონზე გაიყიდა 75 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7 წლიანი ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 217 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.700%, მაქსიმალური 9.830%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.798%.