საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების სინდიკაციის მეთოდით გამოშვების შედეგები

2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 400 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.9 ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC32428293) სინდიკაციის მეთოდით გამოშვება განახორციელა. მოთხოვნის კოეფიციენტმა 4.5 შეადგინა, ხოლო კუპონის განაკვეთი 9.000%-ით განისაზღვრა.