საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2025 წლის 4 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N14 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2.9 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 81 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.440%, მაქსიმალური 8.453%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.447%.