საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2025 წლის 4 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N13 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 105 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.470%, მაქსიმალური 7.610%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.565%.