საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2026 წლის 25 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N30 აუქციონზე გაიყიდა 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.2 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 175 453 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.749%, მაქსიმალური 8.750%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.750%.