საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2024 წლის 27 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N48 აუქციონზე გაიყიდა 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ნარჩენი ვადიანობის ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 263 500 000 ლარი.

დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.739%, მაქსიმალური 8.890%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.773%.