საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის აუქციონის შედეგები
2025 წლის 10 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N6 გამოსყიდვის აუქციონზე გამოსყიდულ იქნა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 0.1 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 5 წელი) მქონე სახაზინო ობლიგაციები (ISIN - GETC26128024). აუქციონში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომერციულმა ბანკმა. დაფიქსირებული მაქსიმალური გადახრა თეორიული საბაზრო საპროცენტო განაკვეთიდან: -0.25%.