სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2024 წლის 16 ივლისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 150 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0350 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 17 ივლისს.