საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2024 წლის 23 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N42 აუქციონზე გაიყიდა 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.1 წლის ნარჩენი ვადიანობის ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 222 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.400%, მაქსიმალური 9.549%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.481%.