საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის აუქციონის შედეგები
2026 წლის 21 იანვარს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N1 გაცვლის აუქციონზე განახორციელა 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 0.02 წლიანი ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობა 5 წელი) მქონე სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC26128024) გამოსყიდვა 8.5 წლიანი ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC34713346) გამოშვებით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომერციულმა ბანკმა.