სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2026 წლის 21 იანვარს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 800 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0005 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 21 იანვარს.
ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 800 მილონი ლარის დეპოზიტს.