სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2025 წლის 11 მარტს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 250 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.3862 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 12 მარტს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ   400 მილონი ლარის დეპოზიტს.