სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2025 წლის 4 თებერვალს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 150 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.2994 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 5 თებერვალს.
ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 400 მილონი ლარის დეპოზიტს.