სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2025 წლის 11 მარტს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 250 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.3270 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 12 მარტს.