საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2025 წლის 28 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N6 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.2 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 160 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.593%, მაქსიმალური 8.649%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.607%.